რომეო ბერიძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიოზიორია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რომეო ბერიძე (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი მოჭიდავე ფინალში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრთან, ანვარ ალახიაროვთან დამარცხდა.

დღეს, ტურნირის დასკვნით დღეს, ფინალურ ბლოკში ქართველი ფალავნები – გიორგი თოხაძე (55 კგ) და ხვიჩა ანანიძე (77 კგ) იჭიდავებენ. თოხაძე მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება, ანანიძე კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები