კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო რეგატაზე რვა მედალი მოიპოვა

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა გუნდებმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში გამართულ საერთაშორისო რეგატაზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს. მედლები ასე განაწილდა:

• ​ლუკა ურთაშვილი, ნიჩბოსნობა (1X) 2000მ u18 – პირველი ადგილი;
•​ გიორგი კაპანაძე, ნიჩბოსნობა (1X) 1000 u14 – მესამე ადგილი;
•​ ნიკოლოზ იორდანიშვილი, ნიჩბოსნობა (1X) u14 – მეორე ადგილი;
• ​2Xნიკოლოზ იორდანიშვილი, გიორგი კაპანაძე (2X) 1000მ u14 – პირველი ადგილი;
• ​გიორგი ეკალაძე, კანოე (C1) 500მ, პირველი ადგილი; C1 200მ u16 – პირველი ადგილი;
• ​გაბრიელ როყვა, C1 200მ – მეორე ადგილი და 500მ u14 – მეორე ადგილი.

საერთაშორისო ტურნირში რვა ქვეყნის 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით, ქართველი ნიჩბოსნები გუნდური თასის გამარჯვებულები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები