გიორგი ჯაბნიაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე გუშინ საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში ჯაბნიაშვილი და ინანეიშვილი გადავიდნენ.
ჯაბნიაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდეს ორი ვაზარით მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუპოვა, ხოლო ინანეიშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის გრანდ სლემის ორი საშეჯიბრებო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი გახლდათ – ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) გახდა.