მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ათენში სპექტაკლი გამართა
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, 21 და 22 ოქტომბერს გაიმართა “საქართველოს დღეები ათენში”.
ღონისძიების ფარგლებში, 21 ოქტომბერს, მოსხატოს კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “მზიანი გული” .
პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ინიციატივით.
წარმოდგენა მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეს.