ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ აკრობატიკაში საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ 3 მედალი მოიპოვეს

ბულგარეთი, ქალაქ ვარნაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში.

ჩემპიონატზე ვაჟთა წყვილმა – საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ (მწვრთნელი – რ. სუპატაშვილი) ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გოგონათა სამეულმა: ქრისტინე მელიამ, ნინო ჩქარიაულმა და ნინო დვალიშვილმა (მწვრთნელი: ე.ხუბულური, მ.გიგოლაშვილი) დინამიკური ვარჯიშის ფინალში იასპარეზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები