ლიზი გოზალიშვილის მორიგი წარმატება The Voice of Germany-ში
ქართველმა გოგონამ ლიზი გოზალიშვილმა The Voice of Germany–ის მეორე, რინგის ეტაპზე კვლავ ყველა გააოცა თავისი გამოსვლით. მისი მოწინააღმდეგე ნიკოლ შოლცი იყო, რომელიც ასევე ძლიერი მომღერალია, თუმცა რინგზე გამარჯვება ლიზიმ მოიპოვა.
“ლიზი, შენ როკვარსკვლავი ხარ, თავისუფლად იქნებოდი 80-იანების ნებისმიერი ბენდის წევრი”, – ასე შეაფასა მისი გამოსვლა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.
“რინგი ემოციურად ყველაზე რთული ეტაპია: იბრძვი საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ. თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს რინგიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე ან არცერთი მონაწილე”, – წერს ლიზი გოზალიშვილი.
მწვრთნელმა არჩევანი სწორედ ქართველ მომღერალზე გააკეთა და შემდეგ ტურში გადაიყვანა.