“Eduardo Urculo”-ში თეატრი „ათონელზე“ სპექტაკლს „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!“ წარმოგიდგენთ
26 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის ცენტრ “Eduardo Urculo”-ში თეატრი „ათონელზე“ სპექტაკლს „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!“ წარმოგიდგენთ.
რეჟისორი: ქეთი დოლიძე
მონაწილეობენ: ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი, ნუგზარ რუხაძე.
მხატვარი: შოთა გლურჯიძე
ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე
სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია. მსურველებმა 23 ოქტომბრიდან მოსაწვევის მისაღებად უნდა მიმართონ კულტურის ცენტრის სალაროებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (ერთ პერსონაზე გაიცემა 2 მოსაწვევი).
სპექტაკლი გაიმართება ქართულ ენაზე, სუბტიტრების გარეშე.
მისამართი: Centro Cultural “Eduardo Úrculo” / Distrito Tetuán
Pl. de Donoso, 5, 28029 Madrid,
Teléfono: 917 33 72 49