მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის საქართველოს სახელით 6 მოჭადრაკე ასპარეზობს

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა კადეტთა შორის. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და მასში  67 ქვეყნის 504 მოთამაშე მონაწილეობს.

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 6  მოჭადრაკე ასპარეზობს.

8 წლამდე:

სარა სალთხუციშვილი;

ლაზარე ჩხარტიშვილი;

10 წლამდე:

ბარბარე ჭიოკაძე;

ნიკა წულაია;

12 წლამდე:

ბარბარე აშოთია;

ლუკა ქუნთელია.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით ლიდერთა შორის არიან: სარა სალთხუციშვილი და ლუკა ქუნთელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები