მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა 2 მედალი მოიპოვეს
თურქეთის ქალაქ მუგლაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ფინალური ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან, ლევან ქეხსაშვილი (70კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, მამუკა კორძაია (+90კგ) – ბრინჯაოს.
ყველა ეტაპის შემაჯამებელი ქულებით, მამუკა კორძაია გახდა მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ლევან ქელეხსაშვილი კი ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.