ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წონების მიხედვით მოჭიდავეთა რეიტინგები განაახლა
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა რეიტინგები (წონების მიხედვით) განაახლა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ) წონის ლიდერია
ნუგზარ წურწუმია (55 კგ) წონის მეორე ნომერია და იგი მხოლოდ აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის ჩამორჩება; ფრიდონ აბულაძე (60 კგ) მეცხრეა; ჯონი ხეცურიანი (67 კგ) წონაში მესამეა; რამაზ ზოიძე (72 კგ) წონის მერვე ნომერია; იური ლომაძე (77 კგ) მესამეა; გელა ბოლქვაძე (82 კგ) მეექვსეა; ლაშა გობაძე (87 კგ) მეთორმეტე; რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მეჩვიდმეტე; იაკობ ქაჯაია (130 კგ) კი, წონის მეშვიდე ნომერია.
ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ორ წონაში რეიტინგის ლიდერი ქართველია – შოთა ფარტენაძე (61 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ).
წონის მეორე ნომრები არიან მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი, (125 კგ) – მაისურაძე მხოლოდ მონღოლ განბაატარს ჩამორჩება, პეტრიაშვილი ირანელ ზარეს.
57 კგ-ში მეათეა რობერტ დინგაშვილი; 65 კგ-ში წონის მეშვიდე ნომერია ედემ ბოლქვაძე; 70 კგ-ში მეშვიდეა გიორგი ელბაქიძე; 79 კგ-ში მეცხრე ნომრადაა ავთანდილ კენჭაძე; 86 კგ-ში მეშვიდეა ტარიელ გაფრინდაშვილი და 97 კგ-ში მეოთხეა გივი მაჭარაშვილი.