ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო – 2023” დასრულდა

ქუთაისში დასრულდა საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო – 2023”, რომლის სლოგანი იყო “იცხოვრე, დარჩი!”, ფესტივალის თემა კი – “პორტრეტი”(ინდივიდუალური, ჯგუფური, ინტერიერში ან ექსტერიერში).

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალი ილო 2023 -ის გამარჯვებული ფოტო გახდა და გრან-პრი გადაეცა მალხაზ ახვლედიანს ფოტოსთვის “დაღლილი, ჩაძინებული ილო“.

საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზების მფლობელები:

I ადგილი – გელა პატიაშვილს “ქალის პორტრეტი პროფილში”

II ადგილიმორის ბენსიმონი (საფრანგეთი) “ქალის პორტრეტი”

III ადგილი იგორ გაიდაი (უკრაინა) ჯგუფური პორტეტი “დედები და ბავშვები”

კატეგორია 20 წლამდე

გამარჯვებული – ანა დემეტრაშვილი ფოტოსათვის სახელწოდებით “კონცერტამდე”

ჟიურის სპეციალური პრიზი – “ფესტივალის აღმოჩენა”

ვილი ფილცი ( ბელგია) ფოტოსათვის “ქალი და ქათამი”

ნომინაციები:

1. ყველაზე სახასიათო ფოტო – დიმიტრი ბრიკმანი (ისრაელი ) ფოტოსათვის “მხიარული მამაკაცი”

2. ბავშვის საუკეთესო პორტრეტი ექსტერიერში – ელენე კურტანიძე

2. ბავშვის საუკეთესო პორტრეტი ინტერიერში – ნატალი ვიედერჰოლდი

2. ბავშვის საუკეთესო ფერადი ფოტო – თინათინ ცხადაძე

3. მამაკაცის საუკეთესო ფერადი პორტრეტი – გიო კილაძე და ვანო ჩაფიძე

4. ქალის საუკეთესო პორტრეტი ინტერიერში – დმიტრო პეტრინა (უკრაინა)

5. ქალის საუკეთესო ფერადი პორტრეტი – ვარლამ ფესტვენიძე და ლინდა ჩიხლაძე და მარინ პეტი (საფრანგეთი)

5. ქალის საუკეთესო შავ – თეთრი ფოტო – ანტონ კოზლოვ მეირი (ა.შ.შ.) და ანუკი კახიძე

6. საუკეთესო მხატვრულ – ტექნიკური გადაწყვეტა – პაატა ნემსიწვერიძე (საქართველო) და ტანია პავლიკი (უკრაინა)

7. საუკეთესო ჯგუფური პორტრეტი ინტერიერში – ბრუნო ფურნიე (საფრანგეთი)

7. საუკეთესო ფერადი ჯგუფური პორტრეტი – ოლეკსანდრ პლაკსინი (უკრაინა)

8. საუკეთესო იდეური პორტრეტი – ასმათ გოგატიშვილი

9. საუკეთესო კომპოზიცია – გიორგი ენუქიძე და არჩილ გეგენავა

10. საუკეთესო დრამატული პორტრეტი – იამზე ვაჩეიშვილი და ტატიანა გრიგორენკო (ა.შ.შ.)

11. მამაკაცის საუკეთესო შავ – თეთრი პორტრეტი – გიორგი კოკელაძე

12. საუკეთესო დინამიური ფოტო პორტრეტი – ეკატერინე მაწკეპლაძე და მიკოლა კალიტჩუკი (უკრაინა)

13. საუკეთესო რეპორტაჟული ფოტო – ევგენი ლეფსაია

14. საუკეთესეო პორტრეტი თემაზე “პროფესია” – მერაბ ემინაშვილი და ფაბრის რობინი (საფრანგეთი) და კორნელის ვან ვოორტჰუიზენი ( ნიდერლანდები)

15. საუკეთესო ავტოპორტრეტი – მილა ვოიტოვიჩი (უკრაინა)

სოფო ბობოხიძის სახელობის დიპლომი საუკეთესო დებიუტისთვის გადაეცა სესილი ქართლელიშვილს

სერტიფიკატები ფესტივალში მონაწილეობისათვის გადაეცათ:

1. მაგდა მუშკუდიანს

2. ირაკლი ჩინჩალაძეს

3. ია ფესტვენიძეს

4. ეკატერინე ნენე სულაბერიძეს

5. გიორგი ცხელიშვილს

მადლიერების დიპლომები:

1. ნატალი ტუფენკჯიანს

2. იური მეჩითოვს

3. ბერტრან ლისბონის

შეგახხსენებთ, რომ ფოტოკონკურსი ილო” 2006 წელს დაარსდა. იდეის ავტორი კინოდოკუმენტალისტი, მხატვარ – დიზაინერი მერაბ ქაჯაია გახლდათ. კონკურსი დღემდე სხვადასხვა პერიოდულობით ტარდებოდა. გარკვეული წარმატების მიუხედავად, ის მაინც საჭიროებდა განვითარებას და ამ მიზნით, 2022 წელს, ფოტოკონკურსის რებრენდინგი მოხდა და მას ახალი სტატუსი “საერთაშორისო ფოტოფესტივალი – ილო” მიენიჭა. პროექტს ახალი სტანდარტით და ფორმით მეორე წელია კომპანია “ოქროს პეპელა” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები