“ჩვენ დავბრუნდებით!” – ვილახის ტურიზმის სკოლის 15 მოსწავლის გზავნილი
ავსტრიის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, ავსტრიელი მოსწავლეები მათი მასწავლებლის, ალოის ფერტალას ხელმძღვანელობით ეწვივნენ. ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეები შეხვდნენ ელჩ თომას მიულმანს, გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მოგზაურობისას მოსწავლეები ესტუმრნენ არაგვის ხეობას, ყაზბეგს და კახეთის რეგიონს, კერძოდ, თელავსა და სიღნაღს. მათ მოინახულეს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
“ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე გაეცნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს Austrian Development Agency მიერ მხარდაჭერილ არაგვის სათავგადასავლო ცენტრს Aragvi Adventure Center. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორი CENN ორგანიზებით ავსტრიელი მოსწავლეები შეხვდნენ თელავის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს.
“ჩვენ დავბრუნდებით!” – ეს იყო ვილახის ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის 15 მოსწავლის გზავნილი”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.