შიდა ტურიზმის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს

შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელებში აჭარაში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს. კამპანიის ფარგლებში, ქართველი ინფლუენსერები, ფოტოგრაფები და ბლოგერები რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს გამომწერებს აქტიურად უზიარებენ. კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით აგვისტოში დაიწყო 15 ოქტომბერს დასრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შედეგებს ოქტომბრის ბოლომდე შეაჯამებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კამპანიის მთავარ პრიზს 100, 000 ლარს მოიგებს, ის მონაწილე, რომელიც კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვებს მაქსიმალურ წვდომას, რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ წვდომას (Reach). გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეულს კი 20,000 – 20,000 ლარის მოგების საშუალება ექნება. კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ოქტომბრის ბოლო კვირას გაიმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირებულიყო პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაეზირებინა გამომწერებისთვის, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დაეგროვებინა მაქსიმალური წვდომა და მოეგო კამპანიის მთავარი პრიზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები