შარლოტში გამართულ მოდის კვირეულში ტანსაცმლის ქართული ბრენდი “SMAKI” მონაწილეობდა

მერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უდიდეს ქალაქი, შარლოტში გამართულ მოდის კვირეულში ტანსაცმლის ქართული ბრენდი “SMAKI” მონაწილეობდა.

ბრენდმა მოდის კვირეულზე წარმოადგინა საშემოდგომო კოლექცია “Cosmic Girl” 23/24, სადაც გამოყენებული იყო კოსმოსის ფერები: მოვერცხლისფრო – მოცისფრო და შავი, ასევე ტანსაცმელი კოსმიური გოგონების პრინტებით.

“მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო @geoinstyle და მის მფლობელებს, ნია @niani555 და ნინო @TAG, ჩემი ბრენდის საოცარი მხარდაჭერისთვის, @TAG. მათ მომცეს საოცარი შესაძლებლობა, რომ მეჩვენებინა SMAKI-ს 23/24-ის საშემოდგომო კოლექცია პრესტიჟულ Charlotte Seen Fall Week-ზე ამერიკის შეერთებულ შტატებში @charlotteseen

ფანტასტიკური გამოხმაურება მივიღეთ როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისგან, ასევე ენთუზიაზმით სავსე აუდიტორიისგან”, – ნათქვამია SMAKI -ს ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლის ბრენდი “SMAKI” 2017 წლიდან ქმნის მოდელებს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები