თეიმურაზ ლეჟავამ “Sake Marche Symposium” საპანელო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

8 ოქტომბერს, იშიკავას პრეფექტურის საგადასახადო სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, ქ. კანაზავაში გამართული ღონისძიების “Sake Marche Symposium” საპანელო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ელჩმა ისაუბრა ზოგადად საქართველოს კულტურაზე, ტურიზმზე, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციებზე და მის თავისებურებებზე. საპანელო დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ იაპონელი ექსპერტები რომლებმაც აღნიშნეს, რომ ქართულ ქვევრის ღვინოს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და იაპონია თავის მხრივ ცდილობს, რათა იგივე სტატუსი მიენიჭოს ოაპონურ საკესაც. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ქართული მხარის გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებაზე რეგიონის თითქმის ყველა საკეს მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი და დახლებს 30000-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტი ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები