საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეექვსედ მასპინძლობს

7-8 ოქტომბერს საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეექვსედ მასპინძლობს. პროექტი ევროკომისიის ინიციატივაა. მისი მიზანია მოსახლეობის სპორტულ თუ ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის წახალისება.

ღონისძიების ფარგლებში ევროპის სპორტის კვირეულის ახალი კეთილი ნების ელჩად გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენი, ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი ცურვაში, ჰენრი კუპრაშვილი დასახელდა.

კიკვიძის პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც სტუმრებისთვის გაიმართა სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები: ბეისბოლი; უშუ; ბადმინტონი; მინი-ფეხბურთი; ამერიკული ფეხბურთი; მაგიდის ჩოგბურთი; ბავშვთა ძიუდო; სახალისო ხელბურთი; ნორდიული სიარული; ქუჩის კალათბურთი; ფრისბი (მფრინავი თეფში); აკრობატიკა; მხატვრული ტანვარჯიში; აერობიკა-პილატესი; სკეიტბორდინგი; ფრენბურთი; ფარიკაობა; კენდო; სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, შაში, გო, ნარდი).

სპორტულ ღონისძიებებში 20-ამდე ეროვნული ფედერაცია მონაწილეობს. პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა სანახაობები გამართეს.

სპორტულ სოფელში მოეწყო სივრცეები უფროსებისა და პატარებისათვის. სტუმრები მონაწილეობდნენ ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში.

პროექტი ეროვნული ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის” – ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები