” რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს?“ ვერიკო ანჯაფარიძის წერილი მეუღლეს

ან­დრო ჭი­ა­უ­რე­ლის მიერ “პირ­ვე­ლი არ­ხის” დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დი­ა­ში გა­და­ღე­ბულ ფილმში “ვე­რი­კო” შესულია წერილები რომელთაც გენიალური ქართველი მსახიობი მეუღლეს – მიხეილ ჭიაურელს გარდაცვალების შემდეგაც სწერდა, უზიარებდა სიხარულს, სევდასა და ამბებს მასზე, სოფიკოზე – (მათი ქალიშვილი – სოფიკი ჭიაურელი – ასევე ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა) ამ წერილში ვერიკო მეუღლეს სოფიკოს წარმატებას უზიარებს და აცნობებს რომ თენგიზ აბულაძემ ფილმში გადაღება შესთავაზა, საუბარია ქართულ კინო ლეგენდაზე „მონანიება“ სადაც ვერიკო ანჯაფარიძემ პატარა, მაგრამ დაუვიწყარი როლი შექმნა.

„გილოცავ ფერისცვალებას!

გუშინ შენი ქალიშვილი ვეენციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს. ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე- ქალი რომელიც ნაზი მელოდიური ხმით, წამღერებით ლაპარაკობდა…ნეტა ეხლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა – ბებერი ყვავი. ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ.

გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, მგონი შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს, არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა – ” რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს.” ეგ წუწურაქი ეგა. შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა?…”

6 ოქტომბერი ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა… მისი ხატება “მონანიებაში ” და ფრაზა “რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს” ადამიანთა გულებში მარადიულად იცოცხლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები