ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან
იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე გვანცა ზადიშვილმა ხმლით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ირმა ხეცურიანმა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში (ხმალი) ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.
ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ პარამოფარიკავე ატერს მოუგო ანგარიშით 15:7 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ტერნი 2023 მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები აგრძელებს ასპარეზობას. დღეს ჩვენი გოგონები გუნდურ შეჯიბრებაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლის მოსაპოვებლად.