ყაზბეგში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართება
6-8 ოქტომბერს, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ქართული მთამსვლელობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გეპატიჟებათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გველეთში.
გველეთში მოეწყობა ბანაკი, გაიმართება კონცერტები, ფილმის ჩვენება და მთამსვლელთა დაჯილდოება.
შეგახსენებთ, წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლებიდან – ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.