თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში დილბაგ ტოკაიმ და ემინე სერდაროღლუმ კონცერტი გამართეს
თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში, თურქმა არტისტებმა დილბაგ ტოკაიმ და ემინე სერდაროღლუმ გამართეს კონცერტი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
გარდა თურქი კომპოზიტორების ნაწარმოებებისა, პროგრამაში ასევე შედიოდა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული ქართველი კომპოზიტორის დაგმარა სლიანოვა-მიზანდერისა და მისი მასწავლებლის შემოქმედება.
თურქმა მუსიკოსებმა კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს.