დურესში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ. ყველა მათგანის აქტივში ორიდან ორი გამარჯვებაა.
საკლუბო ჩემპიონატში ვაჟთა 84 გუნდი და ქალთა 26 გუნდი მონაწილეობს და შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდება.
სხვადასხვა ევროპული კლუბების სახელით ასპარეზობენ:
-
ნინო ბაციაშვილი – ‘Superchess’ (რუმინეთი) – I დაფა – 2(2) ქულა;
-
ბელა ხოტენაშვილი – ‘Garuda Ajka BSK’ (უნგრეთი)–I დაფა – 2(2) ქულა;
-
ლელა ჯავახიშვილი – ‘SP Gaz Ukraine’(უკრაინა) – II დაფა -2(2)
-
მერაბ გაგუნაშვილი – ‘SK Zma’j (სერბეთი) III დაფა -2(2)