თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ – არჩილ ხომასურიძეს (რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი); ჟანრი ლოლაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ნუგზარ უბერს (ექიმი, პედიატრი); ალექსანდრე კოტორაშვილს (ფოტორეპორტიორი); რამაზ გახოკიძეს (მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი); გია ბაღაშვილს (მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე); გურანა გრიგორაშვილს (ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი); ნანა ფაჩუაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); თამაზ მაღლაკელიძეს (ექიმი პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ამირან ქორიძეს (ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი); გურამ ახალაიას (მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე); მურმან ჯინორიას (თეატრისა და კინოს მსახიობი); ლია სტურუას (პოეტი); ლეო ანთაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); იმედა კახიანს (კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); იამზე დოლაბერიძეს (მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი); ლევან ლაღიძეს (მხატვარი); დავით მაღრაძეს (პოეტი, საზოგადო მოღვაწე); რადიშ თორდიას (მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი); ავთო მახარაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი); ზურაბ ლეჟავას (სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი); მანანა ახმეტელს (მუსიკათმცოდნე, პედაგოგი); მამუკა ჩარკვიანს (მუსიკოსი, კომპოზიტორი); ევა ბაბალაშვილს (მხატვარი, მწერალი); რევაზ არველაძეს (ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი); ზაზა ავალიანს (ექიმი-ფთიზიატრი).

📷 ბადრი ვადაჭკორია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები