საბა ჯანიაშვილი სწავლას ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში განაგრძობს
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი საბა ჯანიაშვილი, გაცვლითი პროგრამით, სწავლას პოლონეთში, ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში განაგრძობს.
საბა ჯანიაშვილი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი სწავლას “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
“ევროპის უნივერსიტეტი” აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ათეულობით სტუდენტი, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და უცხო ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, უკვე სარგებლობენ “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამით.