ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერკლასს მოიცავდა. მას ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე სტუმარი დაესწრო: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები.
ღვინის პროფესიონალნებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.