ზურაბ ზურაბიანმა ბაქოს გრან-პრიზე პარაძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზურაბ ზურაბიანმა ბაქოს გრან-პრიზე პარაძიუდოში მესამე ადგილი დაიკავა.

60კგ. წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ზურაბ ზურაბიანის  მოწინააღმდეგე ტატამზე ნუკრი მიღრიჯანაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ზურაბ ზურაბიანს ერგო.

ოქროს და ვერცხლის მედლები უზბეკმა და ყაზახმა პარაძიუდოისტებმა გაინაწილეს.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ამ მედლით  დაასრულა ასპარეზობა ბაქოს გრანპრის გათამაშებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები