ანაკლიაში სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალში როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება წელს პირველად, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის პრეზიდენტის გოჩა კაპანაძის ინიციატივით დაფუძნდა.
ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა.