მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართული ფინალი გაიმართა
პარატაეკვონდოში მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა.
ჩვენმა პარასპორტსმენებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. გიორგი ხიზანიშვილი პარატაეკვონდოში მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, გოგა ხახალაშვილი ვერცხლის მფლობელი.
გიორგი ნიკოლაძე ამავე ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
აღნიშნულ ტურნირზე, მაღალი რეიტინგის მქონე მონაწილე პარასპორტსმენებს შორის, რთული კონკურენციის ფონზე, ქართველმა პარატაეკვონდოისტმა პარალიმპიურ ჩემპიონთან დათმო ბრძოლა და მესამე ადგილზე გავიდა.