ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 4:13 დამარცხდა.
ნუგზარ წურწუმიამ ტურნირზე ჩვენს გუნდს პირველი მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფალავანი 2018 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე საპრიზო სამეულშია. მან 2018 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2019 წელს – ოქრო, 2021 წელს – ბრინჯაო, 2022 წელს – ვერცხლი და 2023 წელს – ვერცხლი.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალისტები ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 63, 67 და 87 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან: ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ).
საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო.