სოფელ რუსთავში პოეზიის სახალხო დღესასწაული – „შოთაობა – 2023’’ გაიმართება
23 სექტემბერს, 13 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული „პოეზიის სახალხო დღესასწაული – „შოთაობა – 2023’’ გაიმართება.
„შოთაობის“ პროგრამა ასეთია:
ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული შეჯიბრებები – მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში; საზეიმო კონცერტი – ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.