ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა პარიზში სპექტაკლის “საიდანაც მზე მოდიოდა” ჩვენება გამართა
ქართველთა კულტურის კერა “ლაზის” ორგანიზებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, de la Porte Montmartre გამზირზე, PARIS ANIM’ Centre Binet-ში, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის “საიდანაც მზე მოდიოდა” ჩვენება გამართა.
“ძალიან ემოციური და თბილი საღამო შედგა და გული გაგვითბეს ჩვენმა ბათუმელმა სტუმრებმა. ეს იყო ბათუმის თოჯინების თეატრის მართლაც ულამაზესი საჩუქარი ემიგრანტებისთვის. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ბატონი გოჩა ჯავახიშვილი და საელჩოს წარმომადგენლები. ასევე პრიზის ქართული სკოლის “ლაზი” პედაგოგები: და ამავე სკოლის აღსაზრდელები. პარიზის ქართული პანტომიმის თეატრის მსახიობი თამარა ლოჩოშვილი. უღრმესი მადლობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს და პირადად ირაკლი კიკვაძე -ს ამ ლამაზი საჩუქრისთვის!”- ნათქვამია ქართველთა კულტურის კერა “ლაზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.