ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან
21 სექტემბრიდან, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, მსოფლიოს ჩემპიონატში ნუგზარ წურწუმია (55 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იასპარეზებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე სულ 55 მედალი აქვთ მოპოვებული. აქედან 24 ოქრო, 12 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
I ადგილი
გივი კარტოზია 1953, 1955, 1958
როსტომ აბაშიძე 1958, 1962, 1963
ავთანდილ ქორიძე 1961
რომან რურუა 1966, 1967, 1969, 1970
ვახტანგ ბლაგიძე 1978, 1981
მიხეილ სალაძე 1981
თეიმურაზ აფხაზავა 1982, 1983
თემო ყაზარაშვილი 1982
გურამ გედეხაური 1987
მუხრან ვახტანგაძე 2001
მანუჩარ კვირკველია 2003
დავით ბედინაძე 2007
რამაზ ნოზაძე 2007
ნუგზარ წურწუმია 2019
ლაშა გობაძე 2019
II ადგილი
ომარ ეგაძე 1962
დავით გვანცელაძე 1963
ომარ ბლიაძე 1969
შოთა მორჩილაძე 1974
ბაკურ გოგიტიძე 1994
ბადრი ხასაია 2002
დავით ბედინაძე 2006
მანუჩარ ცხადაია 2009, 2011
ლერი აბულაძე 2021, 2022
ნუგზარ წურწუმია 2022
III ადგილი
შოთა მორჩილაძე 1973
იოსებ ბერიშვილი 1974
თემო ყაზარაშვილი 1983
თენგიზ თედორაძე 1993
გელა პაპაშვილი 1994
მანუჩარ კვირკველია 2002, 2006
რამაზ ნოზაძე 2003
ბადრი ხასაია 2007
ლაშა გობაძე 2015, 2021
რობერტ კობლიაშვილი 2017, 2018
რევაზ ნადარეიშვილი 2017
ნუგზარ წურწუმია 2018
იაკობ ქაჯაია 2019, 2021
ნუგზარ წურწუმია 2021
რამაზ ზოიძე 2021