ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო” გაიხსნა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ▪︎ საქართველო ახალციხის ციხეზე კონცერტით გაიხსნა

დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ფინეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ქართული ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინეს.

ქართულად ამღერებული ევროპელების კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

ფესტივალში ევროპის 5 ქვეყნის გარდა ცნობილი ქართული ხალხური ანსამბლები მონაწილეობენ. ახალციხის ციხეზე კონცერტი სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს, რომლებმაც მსმენელს ადგილობრივი მესხური სიმღერა წარუდგინეს.

დღეს ახალციხის ციხეზეა დაგეგმილი მესხური სიმღერის მასტერკლასი, რომელსაც ლოტბარი ზაზა თამარაშვილის წარუძღვება და უცხოელ მონაწილეებს მესხურ ფერხულს შეასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები