გივი მაჭარაშვილმა საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა
ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალთან ერთად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ასევე, ორი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა და 97 ქვეყნის ნაკრებს შორის გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.