რეჟისორს ატილა ვიდნიანსკის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
თეატრისა და კინოს უნგრელ რეჟისორს ატილა ვიდნიანსკის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ატილა ვიდნიანსკი არის უნგრეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, უნგრეთის ნაციონალური თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, კაპოშვარის და ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტების სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტების მხარდამჭერი ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უნგრეთის აკადემიის წევრი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი და გადაღებული აქვს 10 ფილმი.