საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ.
ტურების ფარგლებში, სტუმრები კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ.
ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.