ქართველმა კარატისტებმა ბაზელის ღია ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

დასრულდა ბაზელის ღია ჩემპიონატი, სადაც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის უფროსთა ნაკრები 9 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

  • იკა სულამანიძე – 67 კგ 21 წლამდე – ოქრო

  • ანზორ დონაძე -75 კგ 21 წლამდე და -75კგ უფროსებში – ოქრო

  • ლუკა ქაჯაია -67კგ 21 წლამდე – ვერცხლი

  • ჯემო მიქელაძე -60კგ 21 წლამდე – ვერცხლი

  • დავით ტყებუჩავა -60კგ უფროსებში – ბრინჯაო

  • მერაბ გელაშვილი +84კგ 21 წლამდე – ბრინჯაო

და რაც ძალიან სასიხარულოა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც თამაშდებოდა ფულადი საპრიზო თანხა, იკა სულამანიძემ და ლუკა ფონიავამ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენი ეროვნული ნაკრები 6 ადგილზე გავიდა.

სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს შვეიცარიაში თან ახლდათ ნაკრების მწვრთნელი გოგიტა არქანია.

აღსანიშნავია ის, რომ ბაზელის ღია ჩემპიონატზე 26 ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის საჯად განჯზადე – ოლიმპიური ჩემპიონი, უგურ აკტაში, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ბაჰმან ასგარი – მსოფლიოს ჩემპიონი, ტუბა იაკანი – ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასიმან ყურბანლი – ევროპული თამაშების გამარჯვებული და მრავალი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები