ეროვნული არქივის კინოთეატრი ჩინური კინოს ფესტივალს მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ჩინური კინოს ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს გაიმართა ფილმის – „სახლში დაბრუნება“ – ჩვენება. ეროვნული არქივი ჩინური კინოს ფესტივალს მიმდინარე წლის 17-19 და 27-30 სექტემბერს მასპინძლობს.
საფესტივალო დღეებში შვიდ ფილმს აჩვენებენ: „Home Coming“, „Huang Wenxiu“, „Fade Away Pastoral“, „The Wandering Earth“, „I Am What I Am“, „The Shadowless Tower“, „The Battle At Lake Changjin II“.
კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჩინეთის კინოადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით იმართება.