სან-ფრანცისკოს ეროვნული ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, სან-ფრანცისკოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. უახლესი ლიტერატურა, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სან-ფრანცისკოს ბიბლიოთეკას გადასცა, ძირითადად საქართველოს კულტურას და ისტორიას ეხება, ასევე გაიგზავნა ქართული კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე მწერლების შემოქმედება და საბავშვო გამოცემები.

მორიგი დიდი ამბავი გვაქვს – სან-ფრანცისკოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, სან-ფრანცისკოს ეროვნული ბიბლიოთეკაში, მისი არსებობის 145 წლის განმავლობაში პირველად, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამდენად, ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოიწერონ საქართველოს შესახებ ლიტერატურა და გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. წიგნების ნაწილი გადავეცით კალიფორნიაში არსებულ ორ ფონდს, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობას ვუხდით ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლევან ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები