რიგაში, საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართული კომპანია მონაწილეობდა
რიგაში, საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი თქმით, პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს: შპს აი ჯი აგრო, შპს ხილარი, შპს ქართული ღვინის მარანი, შპს ძმები ხუციშვილები, შპს აუგუსტის ხილის ქარხანა, შპს ჯიმა ნუთს, შპს ქართული ლიმონათი და ი/მ გოჩა ოთარაშვილი.
ქართულ სტენდს ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიძის სმიტი სტუმრობდნენ.
გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. RIGA FOOD 7 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.