ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაა
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ოფიციალურ სიაში მოხვდა.
პრესტიჟულ საფეხბურთო ჯილდოზე ნომინირებულთა სია France Football-მა გამოაქვეყნა.
30-კაციან სიაში ქართველი ტალანტი მსოფლიოს ისეთ ტოპ ფეხბურთელებთან ერთადაა, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, ჰარი კეინი, ერლინგ ჰაალანდი და სხვები.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, უეფამ ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.