პოლონეთში ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე 5 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური პირველობა დაიწყო.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342) და სალომე მელია (2267) იასპარეზებენ. აღსანიშნავია, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით 2015 წელს გაიმარჯვა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე.

ჩემპიონატზე 12 გუნდი, ორ ჯგუფად მონაწილეობს. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 გუნდი გადის, რომლებიც ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრებიან. 

საქართველო A ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები იქნებიან: უკრაინა, ყაზახეთი, აშშ, გერმანია და “ფიდე ამერიკა”.

პირველ ტურში ქართველი მოჭადრაკეები 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები