თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
23, 24 და 30 სექტემბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე არიელ ცუკერმანის მოსმენის საშუალება გექნებათ.
დირიჟორი არიელ ცუკერმანი თავისუფალი სულის მუსიკოსი და მხატვრული შესაძლებლობების მკვლევარია. ყველა ეპოქის მუსიკა, რომელსაც მისი რეპერტუარი მოიცავს, საინტერესო და არაორდინარულ პროგრამებში აისახება. მისი ტექნიკური და მუსიკალური სტანდარტები, კრეატიულობასთან, ულევ ენერგიასა და ჰუმანურობასთან ერთად, ორკესტრებზე, სოლისტებსა და მსმენელზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს.