წინანდლის ფესტივალი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობითა და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონი, ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობითა და ტრადიციისამებრ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის არაჩვეულებრივი კონცერტით გაიხსნა.

პანკავკასიური ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი 2019 წელს შეიქმნა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, თურქეთი და თურქმენეთი) ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოების ძალისხმევით, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი გასულ წელს ისევ დაუბრუნდა სცენას. წელს ამ ძალისხმევას იტალიის საელჩოც შემოუერთდა.

როგორც წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი, დავით საყვარელიძე აღნიშნავს, ორკესტრის შექმნის იდეა ახალგაზრდა თაობის ერთიანობაა, რაც კლასიკური მუსიკის სცენაზე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ნორვეგიის საელჩო ამაყობს, რომ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მუსიკოსების გაერთიანების მონაწილე და მხარდამჭერია, ახალგაზრდებისა, რომლებიც ერთ სცენაზე მშვიდობისა და შერიგების კულტურული ხიდის გასამყარებლად, წინანდალში შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები