გერმანულად ითარგმნა და გამოიცა შორენა ლებანიძის “თუ საჭიროა, გათქმევინებთ”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულად ითარგმნა და გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა შორენა ლებანიძის “თუ საჭიროა, გათქმევინებთ”.

მთარგმნელი: კატია ვოლტერსი.

შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ეს კრებული, მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს.


წიგნისთვის ავტორს 2020 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ „საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის“ ნომინაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები