ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი აგრძელებს ასპარეზობას მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ირმა ხეცურიანმა მერვედფინალში კორეელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:2, მეოთხედფინალში მოიგო უკრაინელ მოწინააღმდეგესთან 15:14, ნახევარფინალში ბრძოლა დათმო უნგრელ მეცო ბოლგარკასთან ანგარიშით 15:9 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.