ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ღია ტურნირზე მერაბ გაგუნაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა
ესპანეთში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი ჭადრაკში “V Torneo Internacional de Ajedrez San Cristóbal de La Laguna 2023” მერაბ გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა.
ქართველმა დიდოსტატმა 9-იდან 7 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ორ შეხვედრაში დაზავდა.
მერაბ გაგუნაშვილმა ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ არგენტინელ დიდოსტატს ტომას სოსას და საკუთარ რეიტინგს +11 ქულაც შემატა.