ქართველმა მოჭიდავეებმა ერევანში ერევანში 5 მედალი მოიპოვეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ერევანში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანდრანიკ ჰაროიანის მემორიალზე 3 ოქროს 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნიკა ზაქაშვილი (61 კგ), მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ) და სოლომონ მანაშვილი (130 კგ) ჩემპიონები გახდნენ. საბა გამთენაძე (97 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. ლუკა ღვინჯილია (57 კგ) – ბრინჯაოს.
საქართველოს სახელით ტურნირზე სულ რვა სპორტსმენით გამოვიდა. ჩამოთვლილ ჩემპიონ-პრიზიორთა გარდა, შეჯიბრებაში ჩაერთნენ გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), დავით აბდალაძე და ომარ გაზაშვილი (ორივე 61 კგ).
სომხეთში გუნდი საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა თემურ მინდიაშვილმა და აკაკი კუნჭულიამ ჩაიყვანეს.