ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კორეაში, ქალაქ პუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი. ჩვენი პარამოფარიკავეები მიმდინარე ტურნირზე ორ დისციპლინაში(რაპირა, ხმალი) გამოდიან.
დღეს ნინა თიბილაშვილმა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, რაპირაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნინა თიბილაშვილმა მერვედფინალში თურქ მოწინააღმდეგეს მოუგო ანგარიშით 15:6, მეოთხედფინალში იტალიელი ტრიჯილიასი დაამარცხა 15:7, ხოლო ნახევარფინალში ბრძოლა დათმო იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 15:7 და მესამე ადგილზე გავიდა.