დღეს ბენდი “Imagine Dragons” თბილისში კონცერტს გამართავს
დღეს, 31 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი “Imagine Dragons” თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს.
მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
ლოკომოტივის სტადიონზე Imagine Dragons-ის კონცერტამდე, Spotify-ის ქართული ჩარტების ერთ-ერთ ყველაზე მოსმენად ქართულ მუსიკალურ პროექტს Killages მოვუსმენთ.