ფრანგული გამოცემა „Le Parisien“ ლევილის ქართულ ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის

ფრანგული გამოცემა „Le Parisien“ ლევილის ქართულ ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით: „საქართველო ლევილ-სიურ-ორჟის მამულის კარს ხსნის და საკუთარ კულტურას გვაცნობს“

სტატიაში დადებითადაა შეფასებული ლევილის ისტორიულ მამულში გამართული პირველი კულტურული ფესტივალი და აღნიშნულია, რომ მამულში, რომელიც 2016 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რათა 2026 წლამდე მოეწყოს: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე.

სტატიაში ვხვდებით ავტორის, ნოლვენ კოსონის, ინტერვიუს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომელიც ფესტივალის გახსნას დაესწრო. მინისტრი ვრცლად საუბრობს ლევილის მამულში განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებზე და აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შემდეგ (2024 წელი) მამულის შატო სტუდენტებს უმასპინძლებს ხუთ კეთილმოწყობილ ოთახში, მოგვიანებით კი – შატოშიც, სადაც მსოფლიოს პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის მემორიალური მუზეუმიც დაიდებს ბინას. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სტუდენტებთან ერთად, რეზიდენცია უმასპინძლებს სხვადასხვა სფეროს ხელოვანებსაც. პირველები იქნებიან მოქანდაკეები, რომლებიც მამულში საკუთარ ნამუშევრებს დატოვებენ, მომავალში კი აქ ჩამოვლენ მხატვრები, მწერლები.

ფესტივალს ესტუმრებიან საქართველოში ცნობილი მაღალი დონის ხელოვანები და მათთვის აქ გამოსვლა უაღრესად საპატიო იქნება.

სტატიაში ვეცნობით პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-მემორიალური მუზეუმისა და ქართულ-ფრანგული კულტურული ცენტრის მენეჯერის მოადგილის, ტიერი ბერიშვილის, შთაბეჭდილებას, რომელიც ბედნიერია, რომ ხედავს, როგორ ეცნობა ხალხი მისი ბავშვობის მამულს. სტატიას ერთვის ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები